ყველა მაღაზიაVIN შემოწმებამდებარეობა იძებნება…
სწორი ნაწილი

როგორ იპოვო ზუსტად შენი მანქანის ნაწილი

4 წუთი

ერთ მოდელს შეიძლება ორი ძრავი, სამი გადაცემათა კოლოფი და შუა წლებში განახლებული დიზაინი ჰქონდეს. 2018 წლის RAV4-ის ბამპერი შეიძლება 2019 წლისას არ მოერგოს. არასწორი ნაწილის ყიდვა ხშირად ამ ფრაზით იწყება: „იგივე მანქანაა".

ეს გქონდეს მზად

  • VIN კოდი: 17 სიმბოლო, წერია ტექპასპორტში და საქარე მინის ქვეშ.
  • ძრავის მოცულობა და საწვავის ტიპი.
  • გამოშვების წელი და არა საქართველოში შემოყვანის.
  • ძველი ნაწილის ფოტო, მასზე ამოტვიფრული ნომრით.

ნომერი ძველ ნაწილზე

ნაწილების უმეტესობას ქარხნული ნომერი აქვს. უკარნახე მაღაზიას და ერთ წუთში გეტყვიან, ემთხვევა თუ არა მათი. თუ ძველი ნაწილი ჯერ მანქანაზეა, ხელოსანი წაგიკითხავს.

Fixio-ზე ყველა განცხადებაში წერია, რომელ მანქანას ერგება. ჯერ ეს ხაზი ნახე, მერე მაღაზიას VIN კოდით გადაამოწმებინე.

სად გადახვიდე შემდეგ

ყველა სტატია